logo_geo
eng_logo
დანიაში ფიქრობენ, რომ შობას კოვიდის დღიური შემთხვევები 45 ათასამდე გაიზრდება
- +

21 დეკემბერი. 2021. 10:04

 

დანიის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ შობისთვის კორონავირუსის დღიური შემთხვევები 9-დან 45 ათასამდე იქნება.

 

ქვეყნის ჯანდაცვის უწყება  დღეში 250-მდე ჰოსპიტალიზებულ პაციენტსაც პროგნოზირებს.

 

„ვფიქრობთ, 24 დეკემბერს ჰოსპიტალიზაციის დღიური მაჩვენებელი 130-250-ის ფარგლებში იქნება, თუ „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციის იმავე რისკს იწვევს და აინფიცირებს ორჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე „დელტა“, - განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელმა კამილა ჰოლტენ მოლერმა.

 

თუმცა, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული დაავადების მიმდინარეობა ნაკლებად მძიმე იქნება.

 

დანიაში საშუალო დღიური მაჩვენებელი 8 ათასია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner