logo_geo
eng_logo
სამხრეთ აფრიკაში კოვიდის შემთხვევებმა იკლო - ადგილობრივი ექიმი ამბობს, რომ „ომიკრონს“ სიკვდილიანობა არ გაუზრდია და, „დელტათან“ შედარებით, ბევრად მსუბუქია
- +

21 დეკემბერი. 2021. 10:20

 

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, - CNN-ის ინფორმაციით,  ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელმა ანჯელიქ კუტზემ განაცხადა.

 

„გაუტენგში, რომელიც ვირუსის ეპიცენტრი იყო, ინფიცირების მაჩვენებელმა დაიწია“, - განაცხადა კუტზემ.

 

მან  ასევე  აღნიშნა, რომ, დღესასწაულების გამო, კორონავირუსი ქვეყნის სხვა რეგიონებში ვრცელდება, თუმცა, სრული სურათი კლებას აჩვენებს. კუტზეს თქმით, დადებითობის მაჩვენებელი 30%-ის ფარგლებშია. ექიმი  ამბობს, რომ უამრავი ადამიანი იკეთებს ტესტს.

 

სამხრეთაფრიკელმა ექიმმა ისიც განაცხადა, რომ ახალ  შტამს სიკვდილობის მატება არ გამოუწვევია და „ომიკრონი“ ბევრად ნაკლებად იწვევს მძიმე დაავადებას, ვიდრე „დელტა“ შტამი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner