სამხრეთ აფრიკაში კოვიდის შემთხვევებმა იკლო - ადგილობრივი ექიმი ამბობს, რომ „ომიკრონს“ სიკვდილიანობა არ გაუზრდია და, „დელტათან“ შედარებით, ბევრად მსუბუქია
-
+
21 დეკემბერი. 2021. 10:20
სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელმა ანჯელიქ კუტზემ განაცხადა.
„გაუტენგში, რომელიც ვირუსის ეპიცენტრი იყო, ინფიცირების მაჩვენებელმა დაიწია“, - განაცხადა კუტზემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ, დღესასწაულების გამო, კორონავირუსი ქვეყნის სხვა რეგიონებში ვრცელდება, თუმცა, სრული სურათი კლებას აჩვენებს. კუტზეს თქმით, დადებითობის მაჩვენებელი 30%-ის ფარგლებშია. ექიმი ამბობს, რომ უამრავი ადამიანი იკეთებს ტესტს.
სამხრეთაფრიკელმა ექიმმა ისიც განაცხადა, რომ ახალ შტამს სიკვდილობის მატება არ გამოუწვევია და „ომიკრონი“ ბევრად ნაკლებად იწვევს მძიმე დაავადებას, ვიდრე „დელტა“ შტამი.