logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: მიშას ზუსტად იმავეს ვუსურვებ, რაც ჩემს ოჯახს გადაატანინა!
- +

21 დეკემბერი. 2021. 12:53

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

ვულოცავ მიშას დაბადების დღეს.

ზუსტად იმავეს ვუსურვებ, რაც ჩემს ოჯახს გადაატანინა!

 

ჩვენ ბიზნესი არ გვქონდა, რომ წაეღო.

არც ქონება მილიონების.

არც ანტიკვარები.

 

ჩვენგან მიშამ სიცოცხლე წაიღო, მისი დამქაშების ხელით!

ჰოდა, ზუსტად ამასვე ვუსურვებ!

 

იგივე განეცადოს დედამისს, რაც დედაჩემს გადაატანინეს.

ისევე ჩუმად ეტიროს მას, როგორც მამაჩემი ტიროდა სიმწრისგან.

 

ისეთივე კოშმარებში გაეტარებინოს დარჩენილი წუთისოფელი, როგორშიც ჩვენ გვაცხოვრა, განსაკუთრებით მე - მე რომ არ ვყოფილიყავი, არც ის იქნებოდა, რაც გადავიტანეთ ოჯახმა!

 

ზუსტად ისე ენერვიულოს მის შთამომავლობას, როგორც ჩემი პატარა შვილები ნერვიულობდნენ!

 

იმედი მაქვს, უფალი დიდხანს აცოცხლებს, მთელი ცხოვრება უნდა იტანჯოს, იწვალოს და მასთან ერთად მათ, ვინც მისგან ბუა შექმნა და თავის დროზე არ აამოქმედა კანონი!

 

აი, ასე!

 

მადლობა უფალს, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ამ ყველაფერმა სახე არ დააკარგვინა.

 

რაც შემეხება მე, ასეთი ვარ - კბილი კბილის წილ! არასდროს დავივიწყებ, არასდროს ვაპატიებ!

 

შერიგება? დიახ, სკამოსნებს გიადვილდებათ!“ - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner