ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ზილფიმიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ამ ეტაპზე, სააკაშვილთა მიერ მთელი საზოგადოებისთვის წარმატებით თავს მოხვეული „დიდი შერიგებისა და ეროვნული თანხმობის მეგაპროექტი“ სხვა არაფერია, თუ არა უკვდავი ლუიჯი პირანდელოსეული, ჩვენს სიბრიყვით აღსავსე რეალობაში განხორციელებული ოპერეტა „Il giuoco delle parti“, რომელშიც მონაწილე ყველა აქტორს ღრმად სჯერა თავისი როლის შეუცვლელი მნიშვნელობისა და აბსურდის თეატრის უნებლიე მსახიობობას მხოლოდ მაშინ გაითვითცნობიერებენ, როდესაც აღსრულდება ამ ფარსის მთავარი ჩანაფიქრი – „გმირის“ ციხიდან თავის დაძვრენა“, - წერს ზილფიმიანი.