logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დღეს დაფუძნდა ლიდერ ქალთა კლუბი
- +

21 დეკემბერი. 2021. 15:00

 

 

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ლიდერ ქალთა კლუბის დაფუძნების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„დღეს დაფუძნდა ლიდერ ქალთა კლუბი, „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს“ ბაზაზე, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და 5000 ქალბატონს აერთიანებს.

 

დიახ, საგანგაშოდ მცირეა ქალთა წარმომადგენლობა სამთავრობო სტრუქტურებში,

დიახ, გრძელდება ოჯახური ძალადობა ქალებზე,

დიახ, დღეს მეწარმე ქალს, როგორც არასოდეს, ისე სჭირდება პიარი და ხელშეწყობა!

 

ძალიან მალე წარვდგებით წლის ნომინაციით „წარმატებული ქალი“.

 

ლიდერ ქალთა კლუბის პრეზიდენტი ახალგაზრდა, წარმატებული, კრეატიული და მრავალშვილიანი ქალბატონი ნათია შათირიშვილია, ვიცე-პრეზიდენტი - პროფესორი, პიარტექნოლოგი, პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა.

 

ხვალიდან ორგანიზაცია იწყებს შეხვედრებს რეგიონებში!“ - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner