logo_geo
eng_logo
მაია ჩხაიძე „ომიკრონზე“: განსაკუთრებული სამიზნე ამ შემთხვევაშიც ბავშვები არიან
- +

21 დეკემბერი. 2021. 15:46

 

 

„უკვე 2-3 კვირაში უფრო მეტი დაავადებული გვეყოლება, ვინაიდან „ომიკრონი“ 3-ჯერ მეტად გადაეცემა, ვიდრე მისი წინამორბედი შტამები,“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ მაია ჩხაიძემ განუცხადა.

 

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, განსაკუთრებული სამიზნე ამ შემთხვევაშიც ბავშვები არიან.

 

„ავადობის 10 პროცენტი ბავშვებში წლამდე ასაკზე მოდის და ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მსოფლიოში 20%-თაა გაზრდილი. რაც შეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამ ეტაპზე 7 კლინიკაა ჩართული კოვიდმიმღებად და ამ 7 კლინიკიდან რა საწოლებიცაა კლინიკის ბაზაზე მაქსიმალურად ათვისებულია. არ ვიცი რამდენად შეიძლება სახელმწიფო დამატებითი საწოლების გამოყოფას“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner