logo_geo
eng_logo
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73% „ომიკრონის“ შტამითაა განპირობებული
- +

21 დეკემბერი. 2021. 16:34

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოვიდინფიცირების შემთხვევებს შორის,  „ომიკრონის“  შტამი დომინირებს. აღნიშნული განცხადება ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გაავრცელა.

 

მათივე ინფორმაციით, 18 დეკემბრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 73% „ომიკრონის“ შტამითაა განპირობებული, მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ 26%-ს შეადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირებამდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების 87% „დელტა“ შტამით იყო განპირობებული.

 

გასულ კვირას „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების მაჩვენებელი 2.9% იყო, ხოლო მომდევნო კვირაში შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

 

კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტი, პირველად, სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა და მას შემდეგ უკვე 89 ქვეყანაშია რეგისტრირებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner