logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გვარამიას სასოწარკვეთილი Facebook-სტატუსიც მეტყველებს, რომ მორყეულია ტოტალიტარული სექტა
- +

21 დეკემბერი. 2021. 16:38

 

 

„თუ რუსმა ჩეკისტმა თემურ ალასანიამ უვიც გოიმთან, ნოდარ მელაძესთან საჯაროდ დაამუნათა დისშვილის ე.წ. პარტია და „გლავკანალზე“ („მთავარი არხი“) არც იკადრა მისვლა, წარმომიდგენია, რა ხდება კულუარებში“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს.

 

როგორც აბაშიძე წერს, დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ უფრო მეტად მატულობს, რასაც გვარამიას პოსტი კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 

„ნაცების“ სექტაში აშკარაა, რომ დაპირისპირება და ეჭვიანობა სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს. თუ რუსმა ჩეკისტმა თემურ ალასანიამ უვიც გოიმთან, ნოდარ მელაძესთან საჯაროდ დაამუნათა დისშვილის ე.წ. პარტია და „გლავკანალზე“ („მთავარი არხი“) არც იკადრა მისვლა, წარმომიდგენია, რა ხდება კულუარებში. გვარამიას მიერ ვითომ „ფრენდებისათვის“ დაწერილი (არადა, გაჟონა უკვე) ეს სასოწარკვეთილი Facebook-სტატუსიც მეტყველებს, რომ მორყეულია ტოტალიტარული სექტა, რაც კარგია პოლიტიკური ლანდშაფტისთვის. ცხადია, დღევანდელი აქცია იქნება მორიგი არაფრისმთქმელი დასპონსორებული პერფორმანსი. სადღესასწაულო დღეების შემდეგ კი, (თუ არა მანამდე) დიდი „რაზბორკები“ იქნება შეურაცხადი ექს-პრეზიდენტის მარიონეტებს შორის“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე და პოსტის „სქრინს“ აქვეყნებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner