logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ბოლოს და ბოლოს მოუწია ფინანსების არქონის აღიარება „მთავარი“ ოპოზიციური არხის გიგანტ მენეჯერს
- +

21 დეკემბერი. 2021. 19:11

 

 

„ნეტავ რა დავალებებს აძლევდა და რაზე ამბობდნენ უარს ჟურნალისტები? მოკლედ, მიექანებიან დასასრულისკენ და ხავსს ეჭიდებიან“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ფოჩხუა „მთავარი არხის“ ნიკა გვარამიას დირექტორის ფეისბუქ-სტატუსს ტელეკომპანია „Postv“-ის შეკითხვაზე, რომ „მთავარ არხს“ ახლა ფინანსური კრიზისი აქვს.

 

„ცუდ დღეში არიან, ცუდში. ბოლოდ და ბოლოს მოუწია ფინანსების არქონის აღიარება „მთავარი ოპოზიციური არხის“ გიგანტ მენეჯერს. ნეტავ რა დავალებებს აძლევდა და რაზე ამბობდნენ უარს ჟურნალისტები? თუმცა, როგორც არაფერი არ იმალება, ესეც მალე გამჟღავნდება. მოკლედ, მიექანებიან დასასრულისკენ და ხავსს ეჭიდებიან“, - წერს ნინო ფოჩხუა და ნიკა გვარამიას ფეისბუქ-პოსტს ციტირებს:

 

„Nika Gvaramia პოზტივი, დავალებების მიცემით და შესრულების შემოწმებით თქვენი მფლობელია დაკავებული. ამის მიხედვით გიყვანენ სამსახურში და ამის მიხედვით გიხდიან ხელფასს. მთავარი არხი ღარიბი არხია, აქვს ფინანსური კრიზისი და ჩვენ, ყველანი ერთად, ვფიქრობთ, როგორ დავძლიოთ ის. სამაგიეროდ რეიტინგით ჩვენზე სამჯერ მდიდარ იმედს დავეწიეთ ლამის და თქვენ 1% რომ ასცდებით, მერე შემეხმიანეთ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner