გია გაბრიჭიძე: ასე „გადასაგორებლად" თუ ჰქონდათ საქმე და ამას ასე ქვითინით გვამცნობდა „ყველაზე მთავარი" ტელევიზიის შეფი, არავის ეგონა
-
+
21 დეკემბერი. 2021. 19:25
„მთლად შემოდგომის აზნაურებივით ყოფილან ეს გაჭირვებულები, მაგრამ ისინი არ იმჩნევდნენ მაინც“, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა გვარამიას facebook პოსტს, სადაც გვარამია თანამშრომლებს მიმართავს და აქციის გაშუქებას სთხოვს.
„მდაა, რაღაც რომ ყარდა ნაცებში, ყველამ იცოდა, მაგრამ ასე „გადასაგორებლად“ თუ ჰქონდათ საქმე და ამას ასე ქვითინით გვამცნობდა „ყველაზე მთავარი“ ტელევიზიის შეფი, ნაღდად არავის ეგონა.
მთლად შემოდგომის აზნაურებივით ყოფილან ეს გაჭირვებულები, მაგრამ ისინი არ იმჩნევდნენ მაინც“, - წერს გია გაბრიჭიძე facebook ზე.
