logo_geo
eng_logo
აჭარაში ციტრუსის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
- +

21 დეკემბერი. 2021. 19:34

 

 

ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. დღეის მდგომარეობით, ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 5 000 ტონა არასტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით, 1500 ტონით მეტია.

 

ციტრუსის მიღებისა და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად.

 

დღეის მდომარეობით, 32 ათას  ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარიდან მანდარინის ექსპორტის მოცულობა 28%-ით გაიზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner