logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის სექტის ტელერუპორი გვარამია აღიარებს, რომ „გლავკანალში“ ფინანსური კრიზისია
- +

21 დეკემბერი. 2021. 19:38

 

 

„აწი ნახეთ ამ არხზე ურთიერთდაპირისპირება და ურთიერთბრალდებები. ეტყობა, რომ ჩეკისტმა თემურ ალასანიამ შეზღუდა უაზრო დაფინანსების ონკანი“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას facebook-პოსტს, სადაც გვარამია წერს, რომ „მთავარ არხს“ ფინანსური კრიზისი აქვს.

 

როგორც აბაშიძე წერს, უტყუარია, რომ POSTV და „იმედი“ მხოლოდ რეალური ფაქტებით და სიმართლით ებრძვიან მათ მიერ გავრცელებულ სიცრუეს.

 

„აგონია, სასოწარკვეთილება და კიდევ უფრო გაბოროტება სახეზეა. მიხარია, რომ სააკაშვილის სექტის ტელერუპორი გვარამია აღიარებს, რომ „გლავკანალში“ ფინანსური კრიზისია. აწი ნახეთ ამ მყრალ არხზე ურთიერთდაპირისპირება და ურთიერთბრალდებები. ეტყობა, რომ ჩეკისტმა თემურ ალასანიამ შეზღუდა უაზრო დაფინანსების ონკანი. POSTV და „იმედი“ რომ მხოლოდ რეალური ფაქტებითა და სიმართლით ებრძვიან ამ სექტანტებს, ესეც უტყუარია. იმედია, რომ ზოგიერთს სამედიცინო, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ დახმარებას დროულად აღმოუჩენენ.

 

P.S. ჩაჯვი გვარამია აშკარად ნოდარ მელაძემდე დაეცა და გადაუსწრო. POSTV იწერება ს/s-თი და არა ზ-თი. სხვა ფაქტებთან ერთად, ესეც კიდევ ერთხელ ამსხვრევს იმ მითს, რომ ნაცაქტივისტი smart-ია და „პრადვინუტი“. რეალურად კი, სააკაშვილის თუნდაც ნებისმიერი ე.წ. ჟურნალისტი ღრმად უვიცი, დაკომპლექსებული გიომია“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner