„ის სიყვარულის წერილები, რომელსაც მიშიკო თავისი პარტიის წევრებს უგზავნის, როგორც სხვა ყველაფერი, ფარსია“, - ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა Postv-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სააკაშვილის ულტიმატუმის შესახებ.
„ის სიყვარულის წერილები, რომელსაც მიშიკო თავისი პარტიის წევრებს უგზავნის, როგორც სხვა ყველაფერი, ფარსია. წერილი წერილად, მაგრამ ნამდვილ გზავნილებს დედა-დედოფლის პირით უგზავნის პარტიის წევრებს, ულტიმატუმს უყენებს, ან შიმშილობის დაწყება ან ფული და კარგი ცხოვრებაო. აირია მონასტერი“, - წერს ფოჩხუა.