logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მასობრივი "მშრალი" შიმშილობის გამოცხადებას სთხოვენ ულტრა/კატეგორიული ტონით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყვეტენ დაფინანსებას
- +

21 დეკემბერი. 2021. 19:49

 

 

„სააქციო 20 ლარს აღარ დაურიგებენ, ტელე/მედია სივრცეებს მშრალზე დატოვებენ და აიძულებენ „გუბაზსანიკიძეებს“ სადეპუტატო ხელფასებისა და სახელმწიფოს მიერ პარტიული დაფინანსების ამარა დარჩნენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა დედის გიული ალასანიას მეშვეობით პარტიას შემოუთვალა, რომ პარტიის წევრებმა სასწრაფოდ დაიწყონ მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ „ნაცმოძრაობასა“ და ტელევიზიებს დაფინანსებას შეუჩერებს

 

„ცნობილი ხდება, რა „შეუძლებელს“ ითხოვს პატიმარ სააკაშვილის ოჯახი ნაცმოძრაობისაგან და რა ულტიმატუმით ემუქრება იგი საქართველოში რიგით მეორე და ოპოზიციურ სპექტრში ნომერ პირველ პარტიას. დიახ, იმას - ევროკავშირი და ამერიკელი კონგრესმენები „პოლიტიკოსებად“ რომ თვლიან, პარლამენტში შესვლას რომ ეხვეწებიან და რეფორმებზე მუშაობაში მონაწილეობას.

 

არა, ამ შ.პ.ს.-სთან მიმართებაში, სულ სხვა გეგმები აქვთ და/ძმა ალასანიებს. თურქეთისა და აშშ-ს მოქალაქეები - უკრაინის მოქალაქის ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს საკუთარი ჯიბის პარტიის ამომრჩევლებს, მასობრივი „მშრალი“ შიმშილობის გამოცხადებას სთხოვენ ულტრა/კატეგორიული ტონით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყვეტენ დაფინანსებას - სააქციო 20 ლარს აღარ დაურიგებენ, ტელე/მედია სივრცეების მშრალზე დატოვებენ და აიძულებენ „გუბაზსანიკიძეებს“ სადეპუტატო ხელფასებისა და სახელმწიფოს მიერ პარტიული დაფინანსების ამარა დარჩნენ.

ლეიბები, კარვები, .... და შიმშილი - მანამ, სანამ!!! არანაირი საახალწლო განწყობა, ნაძვის ხეები, შვილებისთვის სანტაკლაუსეული საჩუქრები! მანამ - სანამ! შიმშილობის სავარაუდო დასასრული - ან მიშა გარეთ, ან თქვენ სასაფლაოზე! შემდეგი სავარაუდო „გრანდიოზული“ საპროტესტო აქცია - 21 მარტს! ჩასახვის დღისადმი მიძღვნილი!” - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner