„სრული სიგიჟეა „მიშამადიდებლებში"- ხალხს ვერ კრებენ, ქუჩას ვერ კეტავენ და რაღაც ხომ უნდა იმოქმედონ, თორემ მოვიდა ახალი წელი და საგაზაფხულო „პახმელიამდე“ ქართველებს სულ არ ადარდებთ მიშიკო“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს საკუთარი პარტიის წევრების მისამართით.
„აწი თქვენ „ბეზდელნიკობაში“ მე ფულს არ გადაგიხდით, ან შიმშილს იწყებთ დიდიან-პატარიანად, ან არა და მშიერს დაგტოვებთო....
ხომ მაგარი პარადოქსია? იშიმშილეთ,თორემ გაშიმშილებთო...
სრული სიგიჟეა „მიშამადიდებლებში“ -ხალხს ვერ კრებენ, ქუჩას ვერ კეტავენ და რაღაც ხომ უნდა იმოქმედონ, თორემ მოვიდა ახალი წელი და საგაზაფხულო „პახმელიამდე“ ქართველებს სულ არ ადარდებთ მიშიკო....
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თაკოს იდეას მიაწექით: დაყარეთ ლეიბები და გაწექით”. - წერს ქადაგიძე.