„იუბილარმა შემოთვალა - სუფრას გაგიშლით კი არა, იშიმშილეთ თორე შეხვდებით ახალ წელს უტელევიზიოდ, უხელფასოდ, უკანფეტოდო“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს საკუთარი პარტიის წევრების მისამართით.
„დაბადების დღეზე „ჩანგალზე“ მიდიან?
პრინციპში, კი იქნება ცოტა ხალხი. იუბილარმა შემოთვალა - სუფრას გაგიშლით კი არა, იშიმშილეთ, თორემ შეხვდებით ახალ წელს უტელევიზიოდ, უხელფასოდ, უკანფეტოდო.
ამათმაც რა ქნან? მივიდნენ რუსთაველზე, კაი სელფებს გადაიღებენ და საქმეშიც ჩაეთვლებათ. დადებენ „ოდნოებში და დააწერენ - auu ra magari dge iko“, - წერს გია გაბრიჭიძე.