ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული ვებ გვერდის პრეზენტაციაში მონაწილეობდა.
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებებზე მორგებული ვებ გვერდის შექმნის რეკომენდაცია კომიტეტმა სამსახურს მიმდინარე წელს მისცა. კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა სამსახურის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი ზრდა და აღნიშნა, რომ განახლებული ვებ გვერდი აუმჯობესებს განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანების ინფორმაციაზე თანაბარ წვდომას და, შესაბამისად, ხელს უწყობს მათ ჩართულობას როგორც საზოგადოებრივ, ისე პროფესიულ საქმიანობაში.
სამსახურის ვებგვერდის ადაპტირება მოხდა უსინათლო და მცირე მხედველ პირებზე, აგრეთვე დაემატა სხვადასხვა სახის მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგიური ვიდეო რგოლების თარგმანი ჟესტურ ენაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა დარგობრივი სამსახურების წარმომადგენლები.