logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: საქართველომ ჯემალ ჭკუასელი ბოლო გზაზე გააცილა. ახლა ვუყურებთ სააკაშვილის ნაყიდ "ხალხმრავლობას" და დამსახურებულ პატივსა და ფულით ნაყიდ "დამსახურებას" შორის პარალელის გავლება შეუძლებელია
- +

21 დეკემბერი. 2021. 21:40

 

 

„დღეს, საქართველომ ცნობილი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი ბოლო გზაზე გააცილა. უამრავ ხელოვანსა და დამსახურებულ ადამიანებს შორის ვიდექით ჩვენც, უბრალო ხალხი, მგლოვიარე განწყობითა და მის მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმისადმი მადლობით აღსავსე გულით“,- წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

 

როგორ მეგრელიშვილი წერს, ქართველ ხალხს არ ესწავლება პატივისცემა და დაფასება, თუმცა დამსახურებულ პატივსა და ფულით ნაყიდ "დამსახურებას" შორის პარალელის გავლება შეუძლებელია.

 

„ქართველ ხალხს არ ესწავლება მართლა პატივსაცემი ადამიანების პატივისცემა და დაფასება. დღეს, საქართველომ ცნობილი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი ბოლო გზაზე გააცილა.

 

უამრავ ხელოვანსა და დამსახურებულ ადამიანებს შორის, ვიდექით ჩვენც, უბრალო ხალხი, მგლოვიარე განწყობითა და მის მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმისადმი მადლობით აღსავსე გულით.

 

რა სიმბოლურია დღევანდელი დღე...

 

ახლა ვუყურებთ მიხეილ სააკაშვილის ნაყიდ, არა წრფელ, შეკვეთილ "ხალხმრავლობას" რუსთაველზე.

 

არა ... მართლა დამსახურებულ პატივსა და ფულით ნაყიდ "დამსახურებას" შორის პარალელის გავლება შეუძლებელია, მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია, დიდია და ამ დიდს ხალხის წრფელი სიყვარული ჰქვია“,  - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner