„რატომ არის საჭირო მოშიმშილეების კარვებშ მოთავსება?! სითბოშ რომ იშიმშლონ?“ - ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას
„რატომ არის საჭირო ამ სიცივეში მოშიმშილეების კარვებში მოთავსება უზარმაზარი ოფისის ეზოში?! ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ? თუ ოფისი უკვე სავსეა მოშიმშილეებით? არ მესმის და ჩემი ბრალია?“ – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდემასობრივი შიმშილობის დაწყება გამოაცხადა.