logo_geo
eng_logo
ზურა ქადაგიძე: დღეს, ცხონებული ჯემალ ჭკუასელის დაკრძალვა იყო და მთელი ქვეყანა აცილებდა ბოლო გზაზე, რუსთაველზე კი „ფსევდოპატრიოტული“ შეკრებაა, ოღონდ საპანაშვიდე რაოდენობაც ვერ შეკრიბეს
- +

22 დეკემბერი. 2021. 00:33

 

 

„ზუსტად ესაა ღირებულებითი განსხვავება: ერთ მხარეს არის ხალხის სიყვარული, ხოლო მეორე მხარეს ფულის დაკარგვის შიში“,  - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური პარტიების მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს გამართულ აქციას.

 

როგორც ქადაგიძე წერს, საქართველო კონტრასტების ქვეყანაა.

 

„საქართველო კონტრასტების ქვეყანაა, თუნდაც საზოგადოებრივი დამოკიდებულებების მხრივ. დღეს ცხონებული ჯემალ ჭკუასელის დაკრძალვა იყო და მთელი ქვეყანა აცილებდა ბოლო გზაზე. აცხონოს ღმერთმა... რუსთაველზე კი „ფსევდოპატრიოტული“ შეკრებაა ცოცხალი ადამიანის მხარდასაჭერად, ოღონდ საპანაშვიდე რაოდენობაც ვერ შეკრიბეს... იმიტომ, რომ ზუსტად ესაა ღირებულებითი განსხვავება: ერთ მხარეს არის ხალხის სიყვარული, ხოლო მეორე მხარეს ფულის დაკარგვის შიში“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner