logo_geo
eng_logo
Reuters: აშშ რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის მკაცრი ზომების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება
- +

22 დეკემბერი. 2021. 01:05

 

 

„აშშ რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის მკაცრი ზომების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის თანამდებობის პირმა განუცხადა.

 

ოფიციალური წყაროს თქმით, პოტენციური ზომები რუსეთისთვის უპრეცედენტო იქნება. აღნიშნულმა ზომებმა შეიძლება შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა სმარტფონების, თვითმფრინავებისა და საავტომობილო ძირითადი კომპონენტებისა და მასალების იმპორტის კუთხით.

 

აშშ-ს ოფიციალური პირები ევროპასა და აზიაში ძირითად პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციებს გეგმავენ, რათა კოორდინირებული ძალისხმევა უზრუნველყონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner