„თუ ვაქცინირებული ხართ და სიფრთხილის ზომებს იცავთ, შეგიძლიათ უსაფრთხოდ აღნიშნოთ შობის დღესასწაული მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, განსაკუთრებით თუ გამაძლიერებელი დოზა მიიღეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება ოჯახის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
„პასუხი მარტივია: მიიღეთ გამაძლიერებელი დოზა. პირბადე ატარეთ. ჩვენმა ექიმებმა ნათლად განაცხადეს, რომ გამაძლიერებელი დოზა უძლიერეს დაცვას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ათობით მილიონი ადამიანი, რომლებსაც გამაძლიერებელი დოზა არ მიუღიათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ არავაქცინირებული პირები „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთებულნი უნდა იყვნენ.
„თუ სრულად ვაქცინირებული და გამაძლიერებელი დოზით აცრილი ხართ, შეშფოთების მიზეზი გაცილებით ნაკლები გაქვთ. მაღალი დონის დაცვა გაქვთ მძიმე დაავადებისგან. ვაქცინირებული ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ, თუმცა ისინი დაცულნი არიან მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.