logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება
- +

2 აგვისტო. 2016. 12:24


 

თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრის უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება. იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გრძელდება.

 

„პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, როდესაც საფრთხეების და რისკების შეკავებაზე ვსაუბრობ, როგორც პრიორიტეტზე და ამას ვხედავ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე მიმართული და ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების - NATO-ს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner