ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა ქვეყნები გაფრთხილა, რომ ევროპაში „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება იქნება და მოუწოდა ყველას, თავის დასაცავად ბუსტერ-დოზები გაიკეთონ. ჰანს კლუგემ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ომიკრონი“ უკვე დომინანტია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, დანიასა და პორტუგალიაში.
„ახალი შტორმი იწყება. რამდენიმე კვირის განმავლობაში „ომიკრონი“ კიდევ უფრო ბევრ ქვეყანაში გახდება დომინანტი, რაც ჯანდაცვის სისტემაზე წნეხს კიდევ უფრო გაზრდის“, - განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები მეტ ჰოსპიტალიზაციას გამოიწვევს.
კლუგეს თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევების 89% ჩვეულებრივი კორონავირუსის სიმპტომებით მიმდინარეობს, როგორიცაა ხველა, ყელის ტკივილი და სიცხე, ამასთან, ვირუსი, უფრო მეტად, ახალგაზრდებში ვრცელდება.