logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: პირბადე და აცრა - მხოლოდ ამ ორით შეგვიძლია ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება შევაკავოთ
- +

22 დეკემბერი. 2021. 10:46

 

 

„არსებობს მაღალი რისკი, რომ ისევ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი და კლინიკებში დიდი რაოდენობით პაციენტები დაფიქსირდეს და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების ზრდა დროის მცირე მონაკვეთში,“ - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ ახალ შტამზე, „ომიკრონზე“ საუბრისას განაცხადა.

 

„ტრაექტორიის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ადამიანების ქცევის ცვლილებას - პირბადის ტარებას, რომელიც არის 28% და ეს მინიმუმ 90% უნდა გახდეს და ვაქცინაციის გაზრდას. მხოლოდ ეს ორი ინტერვენცია არსებობს შესაძლებლობის, რომ ჩვენ ამ ეტაპზე შევაკავოთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner