logo_geo
eng_logo
დღეს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს
- +

22 დეკემბერი. 2021. 10:47

 

 

საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმ საქმეზე უნდა გაიმართოს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე არ გამოცხადდა. საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას. ადვოკატისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხდომას. შოთა თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარეს რამდენიმე შუამდგომლობა აქვს.

 

„პრინციპში, მას საქართველოში დაბრუნებას, საქართველოში შემოსვლას ედავებიან, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ საქმის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებაა, როგორც ეს, თავის დროზე, პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა. გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ. ვფიქრობ, ეს სასამართლოს საქმის მრავალმხრივად გამოკვლევაში დაეხმარება“, - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს.

 

უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით, 3441-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner