საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სასტუმრო „Holiday Inn"-ში ხვდებიან.
როგორც ცნობილია, დღეს 12:00 საათზე, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმის ერთიანი განხილვა უნდა გაიმართოს, თუმცა მოსამართლეთა ნაწილი ამ საქმის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ამ მოვლენებს წინ უძღოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობის შესახებ. ეს ინფორმაცია არც ერთმა მოსამართლემ არ დაადასტურა. პირველ აგვისტოს ასევე გაავრცელა განცხადება პროკურატურამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ მოსამართლეები და მათზე ზეწოლის ფაქტი არ დადასტურდა.