logo_geo
eng_logo
გერმანიის მთავრობა, წინასაახალწლოდ, ღამის კლუბებს ხურავს
- +

22 დეკემბერი. 2021. 11:07

 

 

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა ღამის კლუბი დაიკეტება, ასევე, მოახლოებული საახალწლო დასვენებების ფონზე, აიკრძალება 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფომ კოვიდინფექციისა და  ახალი შტამის გავრცელების შესამცირებლად მიიღო.

 

მთავრობამ აკრძალა საფეხბურთო მატჩებზე დასწრებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშების დროს სტადიონზე  დამსწრე პირები არ დაიშვებიან. აღნიშნული გადაწყვეტილებები  28 დეკემბრიდან შედის ძალაში. 

 

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით,   იზღუდება ასევე, მოგზაურობა დიდი ბრიტანეთის მიმართულებით. ხოლო  აღნიშნული ქვეყნიდან ყველა შემსვლელი პირი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედებს შეზღუდვები არავაქცინირებული პირების მიმართ, რომლებსაც თითქმის ყველა სახის დაწესებულებაში შესვლა ეკრძალებათ, თუ „მწვანე პასპორტს“ არ წარადგენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner