კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაციის მსურველები სამი სახის ვაქცინით სურვილისდა მიხედვით იცრებიან - წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაცია შეუფერხებლად ტარდება სოფლებშიც. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე. სოფელ კავთისხევის ამბულატორიაში მიმდინარე ვაქცინაციისას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ბუსტერ-დოზით აიცრა.
„მოსახლეობის მაღალ პასუხისმგებლიანობაზე მეტყველებს მომართვიანობის რიცხვის გაზრდა, ეს კი პანდემიის დამარცხების ხელშეწყობაა. დღეისათვის კასპის მუნიციპალიტეტში 8 933 მოქალაქეა აცრილი“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.