logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ვინც დედაქალაქზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაადგილებაზე ხართ მიბმულები - ცალსახად დადებითია მეტროს, ავტობუსის და მიკროავტობუსის ერთიან სააბონენტო პაკეტში მოთავსება
- +

22 დეკემბერი. 2021. 16:56

 

„ჩემნაირებისთვის, ვინც იშვიათად სტუმრობს თბილისს - არც საათნახევრიანი და არც ერთდღიანი აბონემენტის შეძენა ფინანსურ კატასტროფას არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ტარიფების შუალედში, ყველამ, მათ შორის თანხობრივადაც, ყველაზე მორგებული ვარიანტი უნდა შეარჩიოს“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი კახა კალაძის განცხადებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ულიმიტო მგზავრობის სისტემის შესახებ.

 

„დღეს დედაქალაქის მერმა ახალი სატრანსპორტო რეფორმა შესთავაზა თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. რეფორმა ეხება მგზავრობის სისტემის მოქმედი წესის, სააბონენტო ფორმით ჩანაცვლებას. ამან ბავშვობა გამახსენა, როდესაც აბონემენტებს არა მხოლოდ მგზავრობის, არამედ „დინამოს“ სტადიონზე წლიურ მატჩებზე დასასწრებად ვყიდულობდით ხოლმე წლის დასაწყისში. მე, როგორც ქალაქიდან მოსახლეობის სოფლებში დაბრუნების პოპულარიზატორი, კვლავ გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევას - ვისაც შეგიძლიათ, დაბრუნდით ან გადადით პროვინციაში საცხოვრებლად. ვინც დედაქალაქზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაადგილებაზე ხართ მიბმულები - ცალსახად დადებითია მეტროს, ავტობუსის და მიკროავტობუსის ერთიან სააბონენტო პაკეტში მოთავსება. ვინც წლის განმავლობაში ტრანსპორტის ამ სახეობით მუდმივად სარგებლობთ, ალბათ წლიური აბონემენტის შეძენას გირჩევდით 250 ლარად - დღიურ ხარჯზე გაანგარიშებით ყველაზე იაფი და შთამბეჭდავია. ამით მიღებული წლიური მოგება და თანხის დაზოგვა მართლაც თვალსაჩინო იქნება.

 

ჩემნაირებისთვის, ვინც იშვიათად სტუმრობს თბილისს - არც საათნახევრიანი და არც ერთდღიანი აბონემენტის შეძენა ფინანსურ კატასტროფას არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ტარიფების შუალედში, ყველამ, მათ შორის თანხობრივადაც, ყველაზე მორგებული ვარიანტი უნდა შეარჩიოს. გარდა ამისა, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე დაწესდება შეღავათების მთელი პაკეტი. ეს სისტემა მართლაც აპრობირებულია მთელ რიგ ევროპულ ქალაქში და ისევე, როგორც უკვე დანერგილი ფასიანი პარკირების სისტემა, უმოკლეს პერიოდშივე შეგუებადი იქნება მოსახლეობისთვის“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner