logo_geo
eng_logo
ქეთი მაჭავარიანი: კინოცენტრის დირექტორის არჩევა კონკურსის წესით უნდა მოხდეს!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

7 მარტი. 2016. 15:34


კინოცენტრის დირექტორ ნანა ჯანელიძეს მარტის თვეში უფლებამოსილების ვადა ეწურება. კინოხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ღია წერილით მიმართავენ, რომ ამ თანამდებობაზე აუცილებელია კონკურსის გამოცხადება. მიმართვას ხელს 135 კინოხელოვანი აწერს. ამ თემაზე რეპორტიორს" კინორეჟისორი ქეთი მაჭავარიანი ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის რეგულაცია და წელსაც იგივე უნდა მოხდეს - კინოცენტრის დირექტორი შეირჩეს კონკურსის წესით.


„კინოცენტრის დირექტორის არჩევა ყოველთვის კონკურსის წესით ხდებოდა. ეს მიღებული ნორმაა და მგონია, წელსაც ისევე უნდა მოხდეს. რეგულაციაში წერია, რომ არჩევნების წესით ხდება დანიშვნა, კონკურსანტებს თავიანთი ხედვა შეაქვთ კინოს განვითარებაზე და ვფიქრობ, წელსაც იგივე უნდა მოხდეს. 135 ხელმომწერში მეც ვარ. სანამ წერილზე ხელს მოვაწერდი, მკითხეს - თქვენ ეთანხმებით თუ არა, რომ კონკურსის წესით მოხდეს დირექტორის არჩევაო, და მე ვუთხარი, რომ ვეთანხმები, ეს არის რეგულაციაში ჩადებული", - აცხადებს კინორეჟისორი.



იხილეთ: კინოხელოვანები კულტურის მინისტრს განცხადებით მიმართავენ


http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=1154


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner