დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება.
როგორც ცნობილია, წმინდა ელია წინასწარმეტყველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის მფარველია, ამიტომ, ეს დღე მისი ანგელოზის დღეა.
გადმოცემის თანახმად, წინასწარმეტყველ წმინდა ილია თეზბიტელის მამამ ჩვენება იხილა: ახალშობილ მის შვილს ანგელოზები ცეცხლის ალში ხვევდნენ და ცეცხლით კვებავდნენ. ილია თეზბიტელმა სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტო