logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: თემურ ალასანია ჩამოვიდა მუქარით - თუ სააკაშვილის მხარდამჭერები უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავლენ, დაფინანსება შეუწყდება ყველას
- +

22 დეკემბერი. 2021. 19:05

 

„ეს პროცესი საეჭვოდ ემთხვევა რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლის, თემურ ალასანიას ჩამოსვლას საქართველოში, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის ბიძა და ასევე საეჭვოდ ემთხვევა ოპოზიციის მიერ მართულ ტელევიზიებში ფინანსურ კრიზისს და იმ ხმებსა და საუბრებს, რაც უკვე ამ ტელევიზიებიდან საჯაროდ გამოდის,“ - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„როგორც ჩანს, თემურ ალასანია ჩამოვიდა იმ ინსტრუქციით და მუქარით, რომ თუ სააკაშვილის მხარდამჭერები და მისი პოლიტიკური მეგობრები უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავლენ და თავს არ „გაწირავენ“ მაშინ ყველას დაფინანსება შეუწყდება, მათ შორის ტელევიზიებსაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა ასევე აკეთებდა საყვედურის შემცვლელ განცხადებებს, სადაც ის უკმაყოფილო იყო სააკაშვილის მეგობრებისა და მისი მხარდამჭერების ინდიფერენტულობით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner