საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დიპკორპუსის წარმომადგენლებს გიორგი პაპუაშვილისადმი გაგზავნილ წერილზე ესაუბრნენ. ამის შესახებ სასტუმრო "Holiday inn"-ში შევხედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ზაზა თავაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას არ აპირებენ და ნებისმიერი საქმის განხილვის გადადება მუშა პროცესია.
„არაერთი პროცესი გადადებულა სასამართლოს მუშაობის პერიოდში. როგორც ბატონი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი შეხვდა დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს და გაუზიარა მოსაზრებები, ისე გავუზიარეთ ჩვენც ჩვენი მოსაზრებები და ჩვენი ხედვა. ნებისმიერ სასამართლოს წევრს შეუძლია, შეხვდეს ნებისმიერ პირს, იქნება ეს უცხოელი, თუ საქართველოს მოქალაქე", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.
რაც შეეხება პაპუაშვილისადმი მიწერილ წერილს, მას საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ მიმართა, სადაც საუბარია, რომ პაპუაშვილი პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების დაჩქარებულად, არაგონივრულ ვადებში განხილვას ითხოვს.