„თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?!“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი პოზიციაა, რომ ყველაფრის წინაპირობა არის შეფასება, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების.
„წარმოიდგინეთ, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ვიღაცამ რაღაც დაგიშავათ, ჯერ ხომ უნდა აღიაროს იმ ადამიანმა, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი შენი და შენი ოჯახის წინააღმდეგ, მერე იწყება შერიგებაზე საუბარი. თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი - ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც პოლიტიკური ინტერესებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.