„გუშინ, ვიდრე გამოაცხადებდნენ, რომ იწყებენ მასობრივ შიმშილობას, მანამდე რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა დააშანტაჟა თავისი თანაპარტიელები ან მისი ლიდერები. ფაქტია, რომ ჯერ ეს ინფორმაცია გავრცელდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ფორმას ბევრი მყისიერად დაეთანხმა, ბევრი კი არ დაეთანხმა.
„მე არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ფინანსური კრიზისი ჰქონდეს. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, მისი განწყობა იქნებოდა ასეთი: თქვენ ახლა უნდა წახვიდეთ, საცივი და გოჭი მიირთვათ და მე აქ, ციხეში უნდა ვიჯდე - ბელადი ციხეში როგორ უნდა იჯდეს და ისინი როგორ უნდა ჭამდნენ. თუ გნებავთ დავარქვათ დასჯა ან ულტიმატუმი. ეს ულტიმატუმი განწირული არ იყო, რადგან მათი ტელევიზიების და პარტიული დაფინასების მთავარი წყარო სააკაშვილია - ეს ხომ ვიცით. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მიხეილ სააკაშვილით არის ფასადით დასავლური, ინტერიერით კი რუსული ორგანიზაცია და წარმონაქმნი. მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ფასადითაცმ ინტერიერითაც და ექსტერიერითაც პროდასავლურია“, - განაცხადა მდინარაძემ.