„შერიგება შეუძლებელია ბოროტებასთან, დამნაშავესთან, დანაშაულთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა დამნაშავეს რაღაც აპატიო, მაგრამ ამისთვის სამართლებრივი ბერკეტებია საჭირო.
„შესაძლოა, დამნაშავეს აპატიო რაღაც, მაგრამ ამის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს მაგალითად, ე.წ. უდო, ანუ პირობით ვადამდე გათავისუფლება, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ უწევთ და როგორ იქცევა თავისი მსჯავრის მოხდის დროს ეს ადამიანი, ამაზეა დამოკიდებული. თუ ამაზე ლაპარაკობენ, მომავალ პერსპექტივაში 4 ან 3 წლის მერე რა იქნება, ან თუ მიესჯება სხვაც და გამოუვა7 ან 20 წელი, ამ შემთხევაში რა ხდება, ვინმე შეუმცირებს სასჯელს, ვინმე შეიწყალებს თუ არა, ეს კიდევ სხვა საკითხია. პირადად მე ამასაც არ განვიხილავდი, მაგრამ ეს მსჯელობის საგნად რომ დააყენონ მათ, ზოგადად ლოგიკაში ჩაჯდება, დღეს კი სამართლებრივ ნონსესთან მივდივართ. ითხოვენ სააკაშვილის უმალვე გათავისუფლებას, დარწმუნებული ვარ ამას არავინ ფიქრობს, მაგრამ რომც უნდოდეს ვისაც ეს ხელეწიფება, მისი გათავისუფლების საფუძველი რა შეიძლება იყოს სამართლებრივად? არაფერი არ უწევს, მსჯავრდებულია, არა მარტო ბრალდებული, მისჯილი აქვს 6 წელი, ერთადერთი გზაა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს. გამოვიდა ის ადამიანი ორჯერ და თქვა, რომ არა და არასოდეს. ნიკა მელიამ დღეს თქვა, არ ველი, რომ ზურაბიშვილი შეიწყალებსო, მაგრამ გამოუშვანო. უბრალოდ, სულ რომ გვინდოდეს ან ჩვენ ან იმას, ვისაც ეს ხელეწიფება, ან რატომ უნდა გვინდოდეს, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ უნდოდეს ვინმეს მისი გამოშვებამ როგორ?! ეს გზა ჩაკეტილია და სხვა ბერკეტი არ არსებობს. თავშივე განწირულია იდეა და რაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.