logo_geo
eng_logo
ოთარ სიჭინავა: ვერავინ მიგვითითებს, რა როდის გავაკეთოთ!
- +

2 აგვისტო. 2016. 12:54



სასტუმრო "Holiday inn"-ში საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლისა და დიპლიმატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.


როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მოსამართლე ოთარ სიჭინავამ განაცხადა, მისი და დანარჩენი ორი მოსამართლის დიპლომატებთან შეხვედრის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ცნობილი იყო.


სიჭინავას განმარტებით, პაპუაშვილმა იცოდა, რომ ბათუმში დაგეგმილ დღევანდელ სხდომას სამი მოსამართლე ვერ დაესწრებოდა.


"საღამოს ბათუმში ვიქნები. ხვალვე პლენუმი შეიკრიბება. სამუშაო შეხვედრა იქნება, სადაც გადავწყვეტთ, რას ვაპირებთ. ვინმეს იმედი თუ აქვს, რომ ზეგავლენას მოახდენს დღის წესრიგზე, ძალიან ცდება. მგონი, წლების განმავლობაში ყველა მიხვდა, რომ ეს ასე არ არის. აშკარად არაჯანსაღი ფონია სასამართლოში. თვითონ გადავწყვეტ, რას, როდის ჩავნიშნავ. ვერავინ მიგვითითებს, რა როდის გავაკეთოთ", - აღნიშნა სიჭინავამ.


რაც შეეხება შეხვედრასს,ს იჭინავას თქმით, დიპლომატიურ კორპუსს არ ჰქონდა სრული ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოსამართლეებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს. სიჭინავა ასევე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სახის შეხვედრა კიდევ გაიმართოს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner