საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიანა ისაკაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა და ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობა უსურვა.
„ქალბატონო ლიანა,
უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 70 წლის იუბილეს.
საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე - ასე აფასებენ თქვენს ნიჭს, ვირტუოზულობასა და არტისტიზმს, რომლითაც ვამაყობთ ქართველები.
თქვენმა არაჩვეულებრივმა საშემსრულებლო მანერამ მილიონობით თაყვანისმცემელი გაგიჩინათ მთელ მსოფლიოში. თქვენ ყოველთვის მოუთმენლად გელიან სამშობლოში.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.