logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 70 წლის იუბილეს
- +

2 აგვისტო. 2016. 13:03



საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიანა ისაკაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა და ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობა უსურვა.


„ქალბატონო ლიანა,

 

უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 70 წლის იუბილეს.

 

საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე - ასე აფასებენ თქვენს ნიჭს, ვირტუოზულობასა და არტისტიზმს, რომლითაც ვამაყობთ ქართველები.

 

თქვენმა არაჩვეულებრივმა საშემსრულებლო მანერამ მილიონობით თაყვანისმცემელი გაგიჩინათ მთელ მსოფლიოში. თქვენ ყოველთვის მოუთმენლად გელიან სამშობლოში.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით მოღვაწეობას", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner