დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებენ.
როგორც ექს-პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, დაესწრება თუ არა სააკაშვილი პროცესს, ეს მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. მისი განმარტებით, ბრალდებულმა წინა სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა, რომ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით ბრალეულობა არ აქვს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს