ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„რაც გავრცელდა 2 საათის წინ, ყველამ იშიმშილეთ, თუ არა და დაფინანსებას შეგიწყვეტთო, მართალი ყოფილა. მასობრივი შიმშილი გამოაცხადეს.
შიმშილს იწყებენ პრეზიდენტის ინიციატივის პარალელურად, რაც ზეწოლაა პრეზიდენტზეც და საზოგადოებაზეც.
თან იმუქრებიან, სამჯერ ახსენეს შესაძლო სისხლისღვრა და დაპირისპირება.
ანუ, საუბარი რაზეა: 7 ნოემბერი, იმედი, ბოტოქსები და ოქროს სამკაულები, გირგვლიანი, გელაშვილი, მოლაშვილი და სხვები არ ყოფილა.
სამართლებრივი გზების, აქ თუ სტრასბურგში, ნაცვლად - ყველაფრის უარყოფა და საზოგადოების აზრზე ზეწოლის მცდელობაა, რასაც ახლა იწყებენ.
კიდევ იტყვით, რომ ამათ ხელისუფლება აცოცხლებთ?
ან ფიქრობთ, რომ ამათთან დიალოგი და ნორმალური თანაცხოვრება შესაძლებელია?
ჯერ შავი სიები გამოჰფინონ, 9 წლის მანძილზე რომ ადგენენ.
პროტესტის უკიდურესი ფორმა კი არა, სააკაშვილის ბრძანებას ასრულებთ.
ჰო, შიმშილობის თემა ახლახანს გავიარეთ. მეორედ სრული იგნორი. თქვენი უფლებაა, იშიმშილეთ. მეუფე ნიკოლოზს დაუძახეთ და შიმშილობის მერე მასობრივად შეგინდობთ და გაზიარებთ“- წერს სალუქვაძე.