logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ადამიანს დღეში ორჯერ რომ ემგზავრა, იხდიდა ერთ ლარს, წელიწადში 365 ლარს, წლიური ულიმიტო აბონემენტი გახდა 250 ლარი
- +

23 დეკემბერი. 2021. 11:21

 

 

„დღეს გამოვეხმაურე მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს და არ მეგონა, თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება დამჭირდებოდა. თბილისის მერიის მხრიდან გავრცელდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას ეხებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააბონემენტო ერთიანი სისტემის ამოქმედება,“ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მუნიციპალური ტრანსპორტის გადახდის ერთიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიძე წერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოთ და შეღავათიანი ტარიფით კვლავ ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები.

„დღეს გამოვეხმაურე მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს და არ მეგონა, თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება დამჭირდებოდა.

თბილისის მერიის მხრიდან გავრცელდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია, თუ რას ეხებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის სააბონემენტო ერთიანი სისტემის ამოქმედება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოთ და შეღავათიანი ტარიფით კვლავ ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები.

ამ მხრივ არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ მოქალაქეები უფრო მოქნილი და თანამედროვე გადახდის სისტემით იმგზავრებენ.

დამატებით განვმარტავ, რომ აქამდე მოქმედი რეგულაციით, ადამიანს დღეში ორჯერ რომ ემგზავრა, ერთ დღეში იხდიდა მინიმუმ ერთ ლარს, ანუ წელიწადში მინიმუმ 365 ლარს. ცვლილებების შემდეგ, წლიური ულიმიტო აბონემენტი გახდა 250 ლარი. ანუ დღეში ათჯერ რომ იმგზავროს ადამიანმა მაგალითად მეტროთი, ან ავტობუსით, დაუჯდება 250 ლარი.

P.S

ეს არის ფაქტი და თუ გვინდა,რომ დღიური,კვირეული ან ჩვენეული მათემატიკით ვსაზღვროთ ჩვენი პრობლემაა და როგორი სისტემაც არ უნდა შემოგვთავაზონ არ მოგვეწონება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner