logo_geo
eng_logo
თეა ახვლედიანი: უსაფუძვლოა ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები შეჩერდა
- +

23 დეკემბერი. 2021. 12:09

 

 

„სახელმწიფო აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათ საჭიროებებზე საპასუხო ძალისხმევასა და მხარდაჭერას მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომაზე.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, ბოლო დროს, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტო, რომ უსაფუძვლოა ამ საკითხებზე ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. უფრო მეტიც, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას უმსჯელია, რომელიმე სოფლისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე ან იმ სტუდენტების დაფინანსების შეწყვეტაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წლების განმავლობაში დაზუსტებულ და მოქმედ კრიტერიუმებს. გუშინ და დღეს გაიმართა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომები, რომლებზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები როგორც მოსახლეობისთვის გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ასევე სტუდენტებისთვის 2021-22 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

 

ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება, ასევე, სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner