logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: თინა ხიდაშელის ადგილას რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას
- +

2 აგვისტო. 2016. 13:07




ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აზრს არ იზიარებს და აცხადებს, რომ  ხიდაშელის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია .


"მე, ჩემი ყოფილი კოლეგის თინა ხიდაშელის ადგილას ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი. რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და გააზრებას და არა პირდაპირ სანქციების დადებას, რომ ეს არის ბოლშევიზმი. ვერ დავეთანხმები ვერანაირად, მიუხედავად პიროვნული პატივისცემისა",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იყო, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებზე ერთპარტიულად წარმსდგარიყო.


"მთავრობის წევრი ვიყავი, რომელსაც ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერის გადაწყვეტილება იყო, რომ ქვეყანაში, სადაც არჩევნები კოალიციამ მოიგო და ქვეყანას მართავდა კოალიცია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროზაული დასასრული გამოვიდა, სადაც ერთ ძლიერ პარტიაზე უნდა გადავწყობილიყავით ყველანი. ჩემთვის ეს იყო მიუღებელი წინადადება. შესაბამისად, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

 

ჩემთვის მისაღები ვარიანტი ის იყო, რაც ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაშია - როდესაც კოალიციები, არჩევნებიდან არჩევნების ბოლო დღემდე, კოალიციურ რეჟიმში არიან. ეს არის ევროპა - ყველა დანარჩენი ბოლშევიზმია", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner