logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს
- +

23 დეკემბერი. 2021. 12:50

 

 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული პროცესს არ ესწრება. საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის დარბევასა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლებას.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ნინო ბურჯანაძისა და გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ. ბექა ბასილაიას განცხადებით, მოწმეებმა პოლიტიკური ჩვენებები მისცეს.

 

„ჩვენი ორი სამართლებრივად მნიშვნელოვანი შუამდგომლობა გვექნება. პირველი ეხება მტკიცებულებების დართვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების შელახვას ადასტურებს პენიტენციურ სისტემაში, ამავე დროს, ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე უკვე დაკითხული ორი მოწმის ხელახალ დაკითხვას, მხოლოდ მათ ჩვენებებშია მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებული. ესენი გახლავთ ბატონი ზაზა გოგავა და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე“,- განაცხადა ბასილაიამ.

 

ნინო ბურჯანაძე 2018 წელს გამოიკითხა. მისი განცხადებით, დარბევის და ტელეკომპანიაში შეჭრის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, გივი თარგამაძე და გიგი უგულავა კი პირადად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ჟურნალისტებთან. ბურჯანაძის თქმით, მათ ფულს სთავაზობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აშანტაჟებდნენ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner