საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზაზე მოძრაობის აღდგენა მას შემდეგ მოხერხდა, რაც გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის შეფერხება ინტენსიურმა თოვამ და დაბალმა ტემპერატურამ გამოიწვია.