logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, „ფიცის მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, ნათქვამია, ჰოდა, არც ფიცის მწამს, არც ბოლო მაკვირვებს
- +

23 დეკემბერი. 2021. 12:56

 

 

„წალენჯიხა და ჩხოროწყუ, „ფიცის მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, ნათქვამია, ჰოდა, არც ფიცის მწამს, არც ბოლო მაკვირვებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, როცა საკმარისი ხმა არავის აქვს და, ამავე დროს, ღირებულებითი თანხვედრა ვერ დგება, მაშინ კოალიცია ვერ იქმნება, რაც იმ რეგიონში ხელახალ არჩევნებს იწვევს.

 

„ნორმალურ ქვეყნებში, სადაც მაღალი პოლიტიკური კულტურაა, კოალიციები დგება ღირებულებების, პარტიული პლატფორმების, პროგრამების მიხედვით და არა ვინმეს წინააღმდეგ. შეისწავლეთ აგერ გერმანიის მაგალითი. ცინცხალია. ჰოდა, თუ ღირებულებით დალაგდით, მოგახმაროთ ღმერთმა. განა პრობლემაა?!

 

როცა საკმარისი ხმა არავის აქვს და, ამავე დროს, ღირებულებითი თანხვედრა ვერ დგება, მაშინ კოალიცია ვერ იქმნება, რაც იმ რეგიონში ხელახალ არჩევნებს იწვევს. ესაა ნორმალური პროცესი. სხვა ახსნა არის ბლა-ბლა-ბლა.

რაც დავწერე, ანაბანაა“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner