logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ნელ-ნელა ყველა პაზლი დალაგდება და მოზაიკა სახელად „გახარია-ნაცების ტანდემი“ დაიხატება
- +

23 დეკემბერი. 2021. 15:16

 

 

„მოკლედ, თუ კი ღირებულებითი ან იდეოლოგიური თანხვედრა არ გაქვს პარტიასთან მინიმუმ, კოალიციის შეკვრა ხელოვნური ფიქციაა... და თუ კი თანხვედრა გაქვთ ბარემ გვითხარი. რა საჭიროა ამდენი თითლიბაზობა?“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, სადაც გიორგი გახარიას პარტიის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს, რომელსაც მხარი ოპოზიციამ დაუჭირა.

 

„ბევრი იარა, თუ ცოტა... 9 მთა გადაიარა ბატონმა გიორგიმ და ბოლოს ნაცებთან დაქორწინდა... გეუბნებოდით, მელიას გამო გადადგა-მეთქი და არაო... ვერ შეკრეს კოალიცია ნაცებთან? ჯერ სად ხართ, ნელ-ნელა ყველა პაზლი დალაგდება და მოზაიკა სახელად „გახარია-ნაცების ტანდემი“ დაიხატება... ახლა დაიწყება დემაგოგია: დემოკრატია, კოალიცია, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ათასი სისულელე... მოკლედ, თუკი ღირებულებითი ან იდეოლოგიური თანხვედრა არ გაქვს პარტიასთან მინიმუმ, კოალიციის შეკვრა ხელოვნური ფიქციაა... და თუკი თანხვედრა გაქვთ, ბარემ გვითხარი. რა საჭიროა ამდენი თითლიბაზობა?“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner